I Am the Walrus — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში Magical Mystery Tour, რომელიც გამოვიდა 1967 წელს. სიმღერის ავტორია ჯონ ლენონი, ხოლო ავტორებად მითითებულები არიან ლენონი/მაკ-კარტნი. ცნობილია, რომ სიმღერა ლენონმა ერთ-ერთი ნარკოტიკული გაბრუებისას დაწერა. „I Am the Walrus“ აგრეთვე გამოვიდა სინგლზე „Hello, Goodbye“.
საგულისხმოა, რომ ლენონმა „I Am the Walrus“ დაწერა მას შემდეგ, როდესაც შეიტყო, რომ მასწავლებელი მისი ყოფილი სკოლიდან თავის მოსწავლეებს The Beatles-ის სიმღერების ტექსტების ანალიზს ატარებინებდა. მან გადაწყვიტა, ტექსტში სიტყვების აბსურდული წყობა შეეტანა.