Help! | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი |
6 აგვისტო 1965 (ბრიტანეთი) 13 აგვისტო 1965 (აშშ) | |||
ჩაიწერა | 15 თებერვალი, 1965 - 17 ივნისი, 1965[1] | |||
სტუდია | ები-როუდის სტუდიები, ლონდონი | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 34:20 | |||
ლეიბლი | Parlophone | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
The Beatles — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Help! | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [5] |
The A.V. Club | A[6] |
Blender | [7] |
Consequence of Sound | B[8] |
The Daily Telegraph | [9] |
Encyclopedia of Popular Music | [10] |
MusicHound | [11] |
Paste | 100/100[12] |
Pitchfork Media | 9.2/10[13] |
The Rolling Stone Album Guide | [14] |
Help! (ინგლ. მიშველე!) — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის მეხუთე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა ბრიტანეთში, 1965 წლის 6 აგვისტოს. იგი აგრეთვე არის ჯგუფის ფილმის „მიშველე!“ საუნდტრეკი. ჩაწერილი ჯორჯ მარტინის პროდიუსერობით, მისი ბრიტანული გამოცემა შეიცავს 14 სიმღერას. აქედან შვიდი (მათ შორის, სინგლები "Help!" და "Ticket to Ride" სხვადასხვა ფორმით ფილმში მოხვდა, ისევე, როგორც გრამფირფიტის პირველ მხარეს. მეორე მხარეზე წარმოდგენილია შვიდი სიმღერა, მათ შორის - "Yesterday".
ამერიკული გამოცემა არის ფილმის უფრო ზუსტი საუნდტრეკი, ვინაიდან შვიდი სიმღერა, რომელიც ფილმში ჟღერს, ჩაწერილია სხვა, ინსტრუმენტულ მასალასთან ერთად, რომელიც ასევე შეტანილია ფილმში. ბრიტანული გამოცემის მეორე მხარეს წარმოდგენილი სიმღერებიდან ორი გამოვიდა ჯგუფის შემდეგი ალბომის Rubber Soul ამერიკულ ვერსიაში, ორი - შემდეგ აშშ სინგლზე და მოგვიანებით Yesterday and Today-ზე, ხოლო კიდევ სამი - Beatles VI-ზე.
2012 წელს Help! იკავებდა 331-ე ადგილს Rolling Stone-ის "ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის" სიაში.[15] 2013 წელს BPI-მ მას პლატინის სტატუსი მიანიჭა.[16]
ალბომში შეტანილია პოლ მაკ-კარტნის "Yesterday", არანჟირებული გიტარისთვის და სიმებიანი ორკესტრისთვის, ჩაწერილი ჯგუფის სხვა წევრების გარეშე. ჯონ ლენონის "You've Got to Hide Your Love Away" ბობ დილანის გავლენით არის ჩაწერილი, ფლეიტების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ 1964 წლის Beatles for Sale-ის რამდენიმე კომპოზიცია, ისევე, როგორც "I'll Cry Instead" (ალბომიდან A Hard Day's Night) უკვე იყენებდა ქანთრის ელემენტებს, მაკ-კარტნის "I've Just Seen a Face" მთლიანად ქანთრის ჟანრის არის, ისეთი ტემპით, რომ შეიძლება ეწოდოს ბლუგრასის ჟანრის მუსიკაც - რომ არა ბანჯო და ვიოლინო.[17]
"Ticket to Ride", რომელიც აგრეთვე გამოიცა სინგლზე, ლენონის აზრით, ძალიან "მძიმე" იყო.[18] მაკ-კარტნის აზრით, არანჟირება მეტად რადიკალური გამოვიდა.
ჯორჯ ჰარისონის საავტორო სიმღერებია "I Need You" და "You Like Me Too Much" (With the Beatles-ის შემდეგ წინა ალბომებზე მისი კომპოზიციები არ ყოფილა.
როდესაც "Help!" 65 წელს გამოვიდა, მე დახმარება ნამდვილად მჭირდებოდა. ბევრი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ სწრაფი როკ-ენ-როლური სიმღერაა. მაშინ ამაზე არ მიფიქრია - უბრალოდ დავწერე იგი, ვინაიდან ფილმისთვის უნდა დამეწერა. მოგვიანებით კი დახმარება ნამდვილად დამჭირდა. ეს ჩემთვის მსუქანი ელვისის პერიოდი იყო. დაუკვირდით ფილმს: ის - მე - მსუქანია, სუსტი და საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს. მე კი ვმღერივარ იმაზე, თუ რა კარგი იყო, როდესაც უფრო ახალგაზრდა ვიყო და ა.შ.; ვიხსენებ, რა მარტივი იყო ყველაფერი. შეიძლება პოზიტიური ვიყო - ჰო, ჰო - მაგრამ აგრეთვე მძიმე დეპრესიები მაქვს, ისეთი, რომ ფანჯრიდან გადახტომაც მინდება. ასაკთან ერთად კი ამასთან გამკლავება უფრო მარტივი ხდება. არ ვიცი, სწავლობ ამის მართვას თუ, უბრალოდ, როდესაც იზრდები, უფრო მშვიდდება. მოკლედ, წონაში მოვიმატე, დეპრესია მქონდა და დახმარება მესაჭიროებოდა.
|
ალბომში შეტანილია ორი ქავერ-ვერსია და რამდენიმე სიმღერა, რომელიც უფრო უკავშირდება ჯგუფის წინა ჩანაწერს, თუმცა წინ გადადგმული ნაბიჯიც არის. გრამფირფიტის ანოტაციების თანახმად ლენონი და მაკ-კარტნი კლავიშებიანებს უფრო აქტიურად იყენებდნენ, თუმცა მანამდე ასეთ ინსტრუმენტზე ჯორჯ მარტინი უკრავდა. ოთხტრეკიანი ჩამწერის ტექნოლოგიის მეშვეობით ეს ხელმისაწვდომი იყო. ლენონი, თავის მხრივ, აკუსტიკურ გიტარას უფრო ხშირად იყენებდა, Rickenbacker-ის მაგივრად.
გრამფირფიტის პირველ მხარეს საუნდტრეკის ორიგინალური სიმღერების შეტანა და მეორეზე - დამატებითი ჩანაწერების, მომდინარეობს ალბომის A Hard Day's Night ტრადიციებიდან.
წლების შემდეგ ლენონი ამბობდა, რომ სასათაურო სიმღერა იყო დახმარების ღია თხოვნა, იგი განიცდიდა, რომ სიმღერის მშვიდი, ფორტეპიანოს თანხლებით შექმნილი ბალადა უფრო სწრაფით ჩაანაცვლა, რაც მხოლოდ კომერციული ზეწოლის შედეგად მოხდა.[20][21]
Help! იყო ჯგუფის უკანასკნელი ბრიტანული ალბომი (გარდა 1966 წლის კომპილაციის A Collection of Beatles Oldies), რომელშიც ქავერ-სიმღერები შეიტანეს (1970 წლის Let It Be-მდე, რომელშიც შეიტანეს ხალხური სიმღერის "Maggie Mae" ვერსია). 1966 წელს Capitol-მა "Act Naturally", რომელიც ბრიტანულ Help!-ზე უკვე წარმოდგენილი იყო, გამოსცა Yesterday and Today-ზე. "Bad Boy" და "Dizzy Miss Lizzy" (ავტორი ლარი უილიამსი, ორივე ჩაიწერა 1965 წლის 10 მაისს) დაგეგმილი იყო ამერიკულ ბაზარზე გამოსაცემად, თუმცა ბრიტანულ ალბომში "Dizzy Miss Lizzy" მოხვდა.[22] ორივე სიმღერა შეიტანეს 1965 წლის ივნისში აშშ-ში გამოცემულ Beatles VI-ში. "Bad Boy" ბრიტანეთში პირველად მხოლოდ A Collection of Beatles Oldies-ზე გამოვიდა და ამ ალბომში შეტანილი ერთადერთი ქავერ-სიმღერა იყო.[23]
ფილმისთვის იწერებოდა რამდენიმე სიმღერა, მაგრამ ისინი თავად ჯგუფის ინიციატივით არ გამოიყენეს. ლენონის და მაკ-კარტნის მიერ დაიწერა "If You've Got Trouble", რომელსაც ასრულებს რინგო სტარი, მაგრამ საბოლოოდ იგი ალბომში "Act Naturally"-მ ჩაანაცვლა (იგი ფილმში არ არის, მაგრამ მისი თემა ფილმში მონაწილეობაა).[24] "That Means a Lot" აგრეთვე დაიწერა ფილმისთვის, მაგრამ ჯგუფს არ მოსწონდა სიმღერის შესრულება და იგი პი ჯეი პრობიმ ჩაწერა, საკუთარი სინგლისთვის.[25] ლენონი ამბობდა, რომ "Yes It Is" წარმოადგენდა "This Boy"-ს ხელმეორედ დაწერის მცდელობას, მაგრამ ეს არ გამოუვიდა.[26] იგი მოგვიანებით გამოვიდა "Ticket to Ride"-ის b-მხარეზე და აგრეთვე შევიდა ამერიკულ Beatles VI-ში. "You Like Me Too Much" და "Tell Me What You See" ფილმის რეჟისორმა რიჩარდ ლესტერმა ამოიღო, თუმცა ისინი შეტანილია ალბომის ბრიტანულ გამოცემაში და Beatles VI-ში.
მოგვიანებით, 1965 წლის ივნისში, სიმღერა "Wait" ალბომისთვის ჩაიწერა (ახალი დუბლების დამატების შემდეგ), მაგრამ Rubber Soul-ში შეიტანეს, როდესაც უკანასკნელს მასალა აკლდა.
H |
E |
L |
P |
N |
U |
J |
V |
N |
V |
U |
J |
ალბომის გარეკანზე ჯგუფის წევრები გამოსახულები არიან ხელების სხვადასხვა პოზებით, რაც სემაფორული ანბანით ასახავს სიტყვას. ფოტოგრაფი რობერტ ფრიმენი: "აზრად მქონდა სიტყვის HELP სემაფორულად ასახვა. მაგრამ როდესაც გადასაღებად მივედით, ხელებით სიტყვების გამოსახვა კარგად არ ჩანდა. ამიტომ, იმპროვიზირება გადავწყვიტეთ და მივიღეთ გრაფიკულად ხელების საუკეთესო განლაგება."[27]
ბრიტანულ გამოცემაზე ჯგუფი ხელებით გამოსახავს NUJV-ს, ხოლო აშშ გამოცემაზე- NVUJ-ს (მაკ-კარტნის მარცხენა ხელი Capitol-ის ლოგოზე უთითებს).[28] Capitol-ის გრამფირფიტა გამოვიდა დელუქს-გასაშლელ კონვერტში, ფილმის კადრებით. იგი ლეიბლის მიერ იმ პერიოდში გამოცემულ სხვა ფირფიტებზე ერთი აშშ დოლარით უფრო ძვირი იყო.
ალბომი CD-ზე სულ ოთჯერ გამოიცა. პირველად გამოვიდა 1987 წლის 30 აპრილს, ბრიტანული ვერსიის 14 სიმღერიანი სიით. მანამდე იგი აშშ-ში მხოლოდ იმპორტირებული დისკის სახით იყო ხელმისაწვდომი, ამიტომ გრამფირფიტებმა და აუდიოკასეტებმა 1987 წლის 21 ივლისს ჩაანაცვლე ორიგინალური აშშ ვერსია.
ისევე, როგორც Rubber Soul-ის CD გამოცემის შემთხვევაში, Help!-ზეც მარტინის მიერ 1986 წელს შედგენილი თანამედროვე სტერეო მიქსი წარმოადგინეს. მარტინი EMI-სთან საუბრისას გამოხატავდა ამ ვერსიის გამოცემით დაინტერესებას, ამბობდა რა, რომ იგი იყო "მეტად ბუნდოვანი და კარგი გამოცემა არ იქნებოდა". ამიტომ იგი დაუბრუნდა ორიგინალურ ოთხტრეკიან ფირებს და ისინი სტერეოში გადაიყვანა.[29] ერთ-ერთი აღსანიშნავი ცვლილება იყო "Dizzy Miss Lizzy"-ში ექოს ეფექტის დამატება, რაც გრამფირფიტის ორიგინალურ მიქსში არ ყოფილა.
როდესაც ალბომი კანადაში პირველად გამოვიდა CD-ზე, იგი წარმოდგენილი იყო სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ვერსიების სახით. ეს იყო 1987 წლის ახალი მიქსი. თუმცა, როდესაც კანადაში Disque Améric-მა და Cinram-მა დაიწყეს ალბომის ბეჭდვა, შეცდომით გამოიყენეს 1965 წლის სტერეო მიქსი. ეს იყო 1965 წლის ერთადერთი სრული სტერეო მიქსი, 2009 წელს ჯგუფის მონო-კოლექციის გამოცემამდე.[30]
2009 წლის 9 სექტემბერს გამოვიდა ჯგუფის სტერეო-რემასტერების ყუთი. იგი მომზადდა ორიგინალური სტერეო ჩანაწერის 1986 წლის მასტერ-ფირების ციფრული რემასტერებიდან.[31] 1965 წლის სტერეო მიქსი აგრეთვე შეტანილია მონო-კოლექციის დამატებით მასალებში.
1965 წლის სტერეო მიქსი აგრეთვე გამოვიდა 2014 წელს, The Japan Box-ზე.
ყველა სიმღერის ავტორი — ლენონი/მაკ-კარტნი, გარდა მითითებულისა.
მხარე 1 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | წამყვანი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „Help!“ | ლენონი | 2:18 |
2. | „The Night Before“ | მაკ-კარტნი | 2:33 |
3. | „You've Got to Hide Your Love Away“ | ლენონი | 2:08 |
4. | „I Need You“ (ჰარისონი) | ჰარისონი | 2:28 |
5. | „Another Girl“ | მაკ-კარტნი | 2:05 |
6. | „You're Going to Lose That Girl“ | ლენონი | 2:17 |
7. | „Ticket to Ride“ | ლენონი | 3:10 |
მხარე 2 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | წამყვანი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „Act Naturally“ (რასელი, მორისონი) | სტარი | 2:29 |
2. | „It's Only Love“ | ლენონი | 1:54 |
3. | „You Like Me Too Much“ (ჰარისონი) | ჰარისონი | 2:35 |
4. | „Tell Me What You See“ | მაკ-კარტნი | 2:36 |
5. | „I've Just Seen a Face“ | მაკ-კარტნი | 2:04 |
6. | „Yesterday“ | მაკ-კარტნი | 2:03 |
7. | „Dizzy Miss Lizzy“ (უილიამსი) | ლენონი | 2:53 |
Help! | ||||
---|---|---|---|---|
კინომუსიკა — | ||||
გამოცემის თარიღი | 13 აგვისტო 1965 | |||
ჩაიწერა |
ები-როუდის სტუდიები 15 თებერვალი, 1965 - 17 ივნისი, 1965 | |||
ჟანრი | როკ ენ როლი | |||
ხანგრძლივობა | 28:43 | |||
ლეიბლი | Capitol | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
The Beatles — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Help! | ||||
|
ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემა, ჯგუფის მერვე ალბომი Capitol Records-ში, შეიცავს ფილმში შეტანილ სიმღერებს და კენ თორნის მიერ შექმნილი ორკესტრული საუნდტრეკის ნაწილს, რომელშიც გამოყენებულია სიტარი - პირველად პოპ/როკ-ალბომები ისტორიაში. "Ticket to Ride" არის ამერიკული გამოცემის ერთადერთი სიმღერა, რომელიც იმიტირებული, "დუოფონური" სტერეოს სახით არის წარმოდგენილი (ორიგინალური მონო-მიქსის გამოყენებით). Help! აგრეთვე შეტანილია The Capitol Albums, Volume 2-ში. ამ CD-ზე წარმოდგენილია ამერიკული გამოცემის სტერეო და მონო ვერსიები. ალბომის მეორე CD გამოცემა მხოლოდ 2014 წელს გამოჩნდა, The U.S. Albums-ის შემადგენლობაში.
ბრიტანული ალბომის მეორე მხარის სიმღერები, რომლებიც არ მოხვდა ფილმში, შეიტანეს სამ ამერიკულ ალბომში. სამი უკვე გამოსული იყო Beatles VI-ში: "You Like Me Too Much", "Tell Me What You See" და "Dizzy Miss Lizzy". "I've Just Seen A Face" და "It's Only Love" შეიტანეს ამერიკულ Rubber Soul-ში, ხოლო შემდგომში, Yesterday and Today მოხვდა "Yesterday" და "Act Naturally".
ამერიკული გამოცემა მოხვდა ბილბორდის ალბომების ჩარტის #1 პოზიციაზე, სადაც ცხრა კვირის განმავლობაში დარჩა.
ყველა სიმღერის ავტორი — ლენონი/მაკ-კარტნი, გარდა მითითებულისა.
მხარე 1 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | წამყვანი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „Help!“ (იწყება ინსტრუმენტული შესავლით, რომელიც ეფუძნება ჯეიმზ ბონდის თემას, შემსრულებელი მითითებული არ არის) | ლენონი | 2:39 |
2. | „The Night Before“ | მაკ-კარტნი | 2:36 |
3. | „From Me to You Fantasy“ (ლენონი/მაკ-კარტნი; არანჟირება - თორნი) | ინსტრუმენტული | 2:08 |
4. | „You've Got to Hide Your Love Away“ | ლენონი | 2:12 |
5. | „I Need You“ (ჰარისონი) | ჰარისონი | 2:31 |
6. | „In the Tyrol“ (კენ თორნი) | ინსტრუმენტული | 2:26 |
მხარე 2 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | წამყვანი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „Another Girl“ | მაკ-კარტნი | 2:08 |
2. | „Another Hard Day's Night“ (ლენონი/მაკ-კარტნი; არანჟირება - თორნი) | ინსტრუმენტული | 2:31 |
3. | „Ticket to Ride“ | ლენონი და მაკ-კარტნი | 3:07 |
4. | „Medley: The Bitter End (კენ თორნი)/You Can't Do That“ (ლენონი/მაკ-კარტნი; არანჟირება - თორნი) | ინსტრუმენტული | 2:26 |
5. | „You're Going to Lose That Girl“ | ლენონი | 2:19 |
6. | „The Chase“ (კენ თორნი) | ინსტრუმენტული | 2:31 |
ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აშშ-ში ალბომი 1965 წლის 31 დეკემბრისთვის გაიყიდა 1 594 032 ასლი, ხოლო ათწლეულის ბოლოსთვის - 1 594 032.[48]
BPI-ს სერტიფიცირება შეეხო მხოლოდ 1994 წლიდან გაყიდულ დისკებს.[51]
|
მარკ ლუისონის თანახმად[54][55] and Alan W. Pollack.[56]
ფილმის „მიშველე!“ 2007 წლის DVD გამოცემაში შესატანად ორიგინალური ალბომის სიმღერები (1-7) გადაიტანეს 5.1 ჟღერადობაში.
ქვეყანა | თარიღი | ლეიბლი | ფორმატი | კატალოგი |
---|---|---|---|---|
გაერთიანებული სამეფო | 6 აგვისტო 1965 | Parlophone | მონო გრამფირფიტა | PMC 1255 |
სტერეო გრამფირფიტა | PCS 3071 | |||
United States | 13 August 1965 | Capitol | მონო გრამფირფიტა | MAS 2386 |
სტერეო გრამფირფიტა | SMAS 2386 | |||
გამოიცა მსოფლიოს მასშტაბით | 15 აპრილი 1987 | Apple, Parlophone, EMI | CD | CDP 7 46439 2 |
აშშ | 21 ივლისი 1987 | Capitol | სტერეო გრამფირფიტა | CLJ 46439 |
იაპონია | 11 მარტი 1998 | Toshiba-EMI | CD | TOCP 51115 |
იაპონია | 21 იანვარი 2004 | Toshiba-EMI | გრამფირფიტა, რემასტერი | TOJP 60135 |
გამოიცა მსოფლიოს მასშტაბით | 11 აპრილი 2006 | Apple/Capitol/EMI | აშშ გრამფირფიტის CD გამოცემა | CDP 0946 3 57500 2 7 |
გამოიცა მსოფლიოს მასშტაბით | 9 სექტემბერი 2009 | Apple/Capitol/EMI | სტერეო CD, რემასტერი | CDP 0946 3 82415 2 2 |
|
|