პროფესიონალური რეიტინგებიმიმოხილვების ქულები |
---|
წყარო | რეიტინგი |
---|
Allmusic | [1][2] |
First Live Recordings — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის ალბომების სერია, გამოცემული Pickwick Records-ის მიერ 1979 წელს. ადრიენ ფარბერი, რომელიც ჰამბურგის Star Club-ის ტექნიკური მენეჯერი იყო, The Dominoes-ის ლიდერ კინგ საიზ ტეილორის მითითებით, იწერდა კლუბში ჩატარებულ კონცერტებს Grundig-ის შინაურ მაგნიტოფონზე, 1962 წლის დეკემბერში. სავარაუდოდ, ჩაიწერა 25, 28 ან 29 და 30 დეკემბრის გამოსვლები. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს არ მოსწონდა ჩანაწერის ხარისხი, Lingasong Records-მა დაახლოებით 100.000 აშშ დოლარი ხახარკა მის 16 ფირიან ფორმატში გადაყვანაში. გარდა ყველაფრისა, ამ გამოსვლებში რინგო სტარიც მონაწილეობდა. იგივე ჩანაწერი მანამდე გამოვიდა Live! at the Star-Club in Hamburg, Germany; 1962-ის სახით, ლეიბლზე Lingasong Records. Pickwick-ის ვერსია ოდნავ შეცვლილია, მასზე გამოკვეთილია ვოკალური ნაწილები.
"Be-Bop-A-Lula"-ში და "Halleluja, I Love Her So"-ში წამყვან ვოკალს ასრულებს კლუბის ოფიციანტი, ჰორსტ ფაშერი. "Hully Gully"-ში (რომელიც Lingasong-ის გამოცემაში არ არის) The Beatles საერთოდ არ უკრავს - ეს არის კლიფ ბენეტის და The Reber Rousers-ის იმავე კლუბში იმავე საღამოს გამოსვლის ჩანაწერი.