Microsoft Corporation
ტიპი საზოგადო/სააქციო
დარგი კომპიუტერული პროგრამები, მოწყობილობები
დაფუძნდა 4 აპრილი, 1975. აშშ, ალბუკერკე
დამაარსებელი ბილ გეიტსი, პოლ ალენი
სათავო ოფისი აშშ, ვაშინგტონის შტატი, ქალაქი რედმონდი
პროდუქცია
შემოსავალი
საწარმოო შემოსავალი US$26.76 მილიარდი (2013)
სუფთა მოგება US$21.86 მილიარდი (2013)
მფლობელი
  • ჯონ უ. ტომფსონი (თავმჯდომარე)
  • სატია ნადელა (აღმასრულებელი დირექტორი)
  • ბილ გეიტსი (დამფუძნებელი, ტექნოლოგიური მრჩეველი)
თანამშრომელი 97,000 (2013)
შვილობილ(ებ)ი Microsoft-ის შვილობილი კომპანიების სია

Microsoft Corporation (Microsoft-ის კორპორაცია) — მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია, რომლის სათავო ოფისი ვაშინგტონში, რედმონდში მდებარეობს. კომპანია ამზადებს, აპატენტებს და ლობირებს კომპიუტერული მოწყობილობებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ფართო სპექტრს. ბოლო დროს კი, მან აპარატულ უზრუნველყოფის წარმოებაც დაიწყო. კომპანია 1975 წლის 4 აპრილს ბილ გეიტსისა და პოლ ალენის მიერ იქნა დაარსებული. დღესდღეობით Microsoft მსოფლიოს უდიდესი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიათა სიაში პირველ ადგილს იკავებს, ასევე ის მოწინავე ადგილს იკავებს მსოფლიოს გიგანტებს შორის როგორებიც არიან Apple Inc., ExxonMobil და IBM. 2005 წლის მონაცემებით Microsoft-ის წლიურმა შემოსავალმა 39,79 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. 2011 წლის მაისში, Microsoft-ის კომპანიამ შეიძინა Skype-ის აქციები 8,5 მილიარდ ამერიკულ დოლარად, რაც დღემდე Microsoft-ის უდიდეს შენაძენად ითვლება.

2013 წლის მონაცემებით Microsoft Corporation-ში დასაქმებულთა რაოდენობა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 97,000 ადამიანს აღემატება, 105 ქვეყანაში.მისი ყველაზე პოპულარული პროდუქტია Microsoft Windows საოპერაციო სისტემა და Microsoft Office პროგრამული პაკეტი – ორივე მათგანი თითქმის შეუცვლელი პროდუქტი გახდა მთელ მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე. კომპანია ასევე აწარმოებს ფართო სპექტრის კომპიუტერულ უზრუნველყოფებს, მათ შორის არის საძიებო სისტემა Bing, Xbox და Kinect, რომლებმაც დიდი პოპულარობა ჰპოვეს ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში, ლიდერია ციფრულ მომსახურებაშიც MSN-ს მეშვეობით, ასევე Microsoft Corporation-მა ახლახან დაიწყო მობილური ტელეფონის საოპერაციო სისტემის, Windows Phone OS-ის წარმოებაც. 2012 წლის ივნისს კომპანია Microsoft-მა განაცხადა, რომ იგი მალე გაყიდვაში ჩაუშვებს პლანშეტურ კომპიუტერს Microsoft Surface-ს. 2013 წლის მონაცემებით Microsoft Corporation-ის შემოსავალი 77.85 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ხოლო კომპანიის დამაარესებელი, ბილ გეითსი, პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეორე ადგილზეა (რამდენიმე წლის განმავლობაში ის იყო პირველ ადგილზე).

სახელი Microsoft შედგება სიტყვებისგან „microcomputer-software“. პირველად 1975 წელს, ბილ გეიტსის მიერ პოლ ალენისთვის ერთ-ერთ მიწერილ წერილში იქნა სიტყვა „micro-soft“ გამოყენებული. ამჟამინდელი სახელწოდება „Microsoft“ იქნა დადგენილი 1976 წლის 26 ნოემბერს ნიუ-მექსიკოს შტატში. 2010 წლის 27 მაისიდან, მაიკროსოფტი არის NASDAQ-ის მეორე კაპიტალიზაცია Apple-ის შემდეგ. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 97 ათასი ადამიანი მთელს მსოფლიოში. 2014 წლის 4 თებერვლიდან მას ხელმძღვანელობს სატია ნადელა.

ისტორია

კომპანია მაიკროსოფტი შეიქმნა 1975 წლის 4 აპრილს, ქალაქ ალბუკერკეში, ნიუ-მექსიკოს შტატში, ორი ამერიკელი სტუდენტის, ბილ გეიტსისა და პოლ ალენის მიერ. მათ შექმნეს მთელს ინფორმატიკის ისტორიაში პირველი პროგრამული ენა მიკრო კომპიუტერებისთვის. ბრენდი Microsoft (თავდაპირველად Micro-soft ერქვა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ტირე მოშორდა) იქნა რეგისტრირებული 1976 წლის 26 ნოემბერს. იმ დროის სხვა პროგრამისტებისგან განსხვავებით, რომლებიც ყიდიდნენ თავიანთ შექმნილ პროგრამებს ინფორმატიკულ კომპანიებზე, ბილ გეიტსმა და პოლ ალენმა მიაქირავეს თავიანთი Altair Basic-ის ლიცენზია 3 ათას დოლარად MITS-ს, კონტრაქტში შედიოდა, რომ MITS-ს უნდა გადაეხადა 35 დოლარი თითოეულ გაყიდულ ეგზემპლარზე. Microsoft-ის ლიცენზია წარმოადგენდა თითოეულ გაყიდულ მიკრო კომპიუტერის ფასის 8.8%-ს. 1977 წელს მაიკორსოფტის BASIC მოხვდა ორ პოპულარულ მიკრო კომპიუტერში, Commodore-ის PET-სა და Tandy-ის TRS-80-ში. თავდაპირველად, მაიკროსოფტი დაარსდა იმისთვის, რომ შეექმნა და გაეყიდა ინფორმატიკული პროგრამები, მათ შორის BASIC Altair 8800-სთვის. შემდგომში გახდა IBM-ის ქვემდებარე კომპანია. 1980-იან წლებში Microsoft-მა შეძლო დომინირება პერსონალური კომპიუტერების საოპერაციო სისტემების ბაზარზე, თავის MS-DOS-ის საოპერაციო სისტემით. მას შემდეგ მაიკროსოფტი გამოეყო IBM-ს. კომპანიის საფონდო ბირჟაზე შესვლამ და მისი საფონდო ბირჟის აქციების ფასების ზრდამ, გაამდიდრა მაიკროსოფტი.

Microsoft-ის ბიზნეს სტრატეგიამ, რომელიც გულისხმობს კომპიუტერების გაყიდვას თანდართული Windows-ის საოპერაციო სისტემით, მას შესაძლებლობა მისცა მსოფლიოში კომპიუტერების უმეტესობა მუშაობდეს Windows-ით.

საქმიანობა

მაიკროსოფტი მონაწილეობს სხვა დარგებშიც, როგორიცაა ამერიკული საკაბელო ტელევიზია MSNBC, ვებპორტალი MSN, კომპიუტერული პერიფერია და აქსესუარები (კლავიატურა, მაუსი), და სახლის გასართობი პროდუქტები, როგორიცაა Xbox და Zune.

Windows

არის Microsoft-ის საოპერაციო სისტემა, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა მას. ამ საოპერაციო სისტემით მუშაობს თითქმის მსოფლიოს კომპიუტერების 90%.

Microsoft Office

შეიცავს შემდეგ პროგრამბეს Word-სა, Excel-სა, PowerPoint-სა, Outlook-სა და Access-სა.

Windows Phone

არის Microsoft-ის სმარტფონის საოპერაციო სისტემა.

Microsoft Expression Studio

არის Microsoft-ის პროგრამა გრაფიკის შესაქმნელად.

Windows Internet Explorer

არის Microsoft-ის ინტერნეტ ბრაუზერი.

Windows Media Player

არის Microsoft-ის პროგრამა რომლის მეშვეობით Windows-ი კითხულობს ვიდეოებს.

Skype

არის პროგრამა რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საუბარი როგორც პერსონალური კომპიუტერების, ასევე ინტერნეტთან კავშირის მქონე სხვა მოწყობილობების საშუალებით.

Games for Windows

არის ბრენდი რომლის სახელითაც მაიკროსოფტი უშვებს ვიდეო თამაშებს რომელთაგან არიან Flight Simulator, Age of Empires და GTA IV.

Microsoft Security Essentials

არის Microsoft-ის ანტივირუსი.

Xbox

არის მაიკროსოფტრის ვიდეო თამაშის კონსოლი.

Zune

არის Microsoft-ის iPod-ის ვარიანტი.

Surface

არის Microsoft-ის iPad-ის ვარიანტი.

კომპიუტერული პერიფერია და აქსესუარები

ესენი არიან კლავიშები და მაუსი.

MSN

(The Microsoft Network) Microsoft-ის საინფორმაციო და გასართობი საიტი.

OneDrive

არის Microsoft-ის ვებ გვერდი რომლის საშუალებითაც მის მომხმარებელს შეუძლია ფაილების საიტზე ატვირთვა და შენახვა.

Outlook.com

არის Microsoft-ის ელექტრონული ფოსტის ვებ-სერვისი.

Bing

არის Microsoft-ის მიერ შექმნილი საძიებო სისტემა.

Windows Live Messenger

არის მაირკოსოფტის პროგრამა რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საუბარი როგორც პერსონალური კომპიუტერების, ასევე ინტერნეტთან კავშირის მქონე სხვა მოწყობილობების საშუალებით. მაიკროსოფტი 2013 წლის 1 მიასიდან Windows Live Messenger შეცვალა Skype-ით.

MSNBC

არის სატელევიზიო არხი. 2012 წლიდან იგი აღარ ეკუთვნის Microsoft-ს.

ქრონოლოგია

პროდუქცია

განათლება

Microsoft-ს აქვს საგამანათლებლო პროგრამები რომლებიც არიან Microsoft certified systems engineer, Microsoft certified solution developer და Microsoft Certified Professional.

ხელმძღვანებლობა

დღეს დღეობით ბილ გეიტსი რჩება Microsoft-ის თავმჯდომარე და მრჩეველი.

მან 2013 წელს განაცხადა რომ დაახლოებით ერთ წელიწადში დატოვებდა Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას.

ფინანსები

ეს გრაფიკი ასახავს ბოლო 5 წლის განმავლობაში საფონდო ბირჟაზე მაიკორსოფტის აქციის ფასის ცვლილებას [1]
ეს გრაფიკი ასახავს ბოლო 5 წლის განმავლობაში საფონდო ბირჟაზე მაიკორსოფტის აქციის ფასის ცვლილებას [1]

ბრუნვა

2005 წელს Microsoft-ის წლიური ბრუნვა იყო 40 მილიარდი დოლარი, იგი 8%-ით გაიზარდა 2004 წელთან შედარებით. 2006 წელს Microsoft-ის წლიური ბრუნვა გაიზარდა და შეადგენდა 45 მილიარდ დოლარს, 2007 წელს კი 52 მილიარდ დოლარამდე ავიდა. 2008 წელს მისმა წლიურმა ბრუნვამ 60 მილიარდ დოლარს მიღწია, 2009 წელს 58 მილიარდ დოლარამდე ჩამოვიდა, 2010 წელს 62,5 მილიარდ დოლარს, 2011 წელს 70 მილიარდ დოლარს და 2012 წელს კი მისი წლიური ბრუნვა შეადგენდა 73,73 მილიარდ დოლარს.

საფონდო ბირჟა

საფონდო ბირჟაზე Microsoft-ის ამჟამინდელი აქციის ფასია 37.571 დოლარი. 1986 წლის 13 მარტს როცა მაიკროსოფტი პირველად შევიდა საფონდო ბირჟაზე, მისი დასაწყისი აქციის ფასი იყო 21 დოლარი.

Microsoft-ის ლოგოები

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
Microsoft

სქოლიო

  1. Microsoft has officially announced Windows 11! (2021-06-24). ციტირების თარიღი: 2021-06-24