ARIA Charts — მუსიკალური ალბომების და სიმღერების მთავარი ავსტრალიური ჰიტ-აღლუმი, რომელსაც აქვეყნებს ავსტრალიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. იგი დაარსდა 1983 წლის 10 ივლისს, 1988 წელს Kent Music Report-სთან შეერთების შემდეგ[1] გახდა ავსტრალიის ოფიციალური ჩარტი და 2013 წელს აღნიშნა თავისი 30 წლისთავი[2][3][4].
ყველაზე უფრო ბევრი ალბომი, რომელიც ავსტრალიის ჩარტების სათავეშია მოქცეული, ეკუთვნის ირლანდიურ ჯგუფ U2-ს — 11 ალბომით, დაწყებული პირველი დისკით The Unforgettable Fire, რისი მეშვეობითაც მათ 1984 წელს პირველი ადგილი დაიკავეს. სინგლების რაოდენობით პირველი ადგილი, რომელიც საუკეთესო სიმღერების ჰიტ-აღლუმის სათავეში დგას, უკავია მადონას - 11 ჩარტოპერა, მას მოსდევენ რიანა და კაილი მინოუგი — ორივეს 10-10[2].
ARIA Charts მოიცავს რამდენიმე კატეგორიას:
ალბომები და სინგლები | მუსიკალური DVD | ||
---|---|---|---|
ოქროს დისკი | პლატინის დისკი | ოქროს დისკი | პლატინის დისკი |
35 000 | 70 000 | 7500 | 15 000 |