1990 (ათას ცხრაას ოთხმოცდაათი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ორშაბათი. ეს წელი არის XX საუკუნის მე-9 დეკადის მე-10 წელი.
- 2 თებერვალი : აპართეიდი: სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ფრედერიკ დე კლერკი ლეგალიზების უფლებას აძლევს აფრიკის ეროვნულ კონგრესს ხელმეორედ და პირობას დებს ნელსონ მანდელას პატიმრობიდან განთავისუფლებისთვის.
- 7 თებერვალი : საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა: საბჭოთა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი თანხმდება დასთმოს მართვის მონოპოლია.
- 11 თებერვალი : ნელსონ მანდელა გათავისუფლდა ვიქტორ ვერსტერის საპყრობილედან, კეიპტაუნთან ახლოს, სამხრეთ აფრიკა.
- 13 თებერვალი : გერმანიის გაერთიანება: მიღწეულ იქნა შეთანხმება გერმანიის გაერთიანების ორ ეტაპიან გეგმაზე.
- 15 თებერვალი : 8 წლის შემდეგ გაერთიანებულმა სამეფომ და არგენტინამ აღადგინეს დიპლომატიური კავშირები. გაერთიანებულმა სამეფომ კავშირი გაწყვიტა არგენტინის მიერ ფოლკლენდის კუნძულებზე (ბრიტანეთის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორია) შეჭრის გამო.
- 26 თებერვალი : სსრკ თანხმდება სრულად გამოიყვანოს სამხედრო ძალები (73500 მოსამსახურე) ჩეხოსლოვაკიიდან 1991 წლის ივლისისთვის.
- 6 მარტი : SR-71 ამყარებს ამერიკის ტრანსკონტინენტური სიჩქარის რეკორდს (1 საათი, 8 წუთი, 17 წამი), რაც ასევე მისი ბოლო ოფიციალური ფრენა იყო.
- 9 მარტი : ექ. ანტონია ნოველლო დაინიშნა აშშ მთავარ ექიმად (Surgeon General), რითაც ის გახდა აშშ ისტორიაში ამ პოსტზე წარდგენილი პირველი ქალბატონი, და ამასთან ლათინური წარმოშობის.
- 11 მარტი:
- ლიტვამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- პატრიციო ეილვინი ხდება პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ჩილეში 1970 წლის შემდეგ.
- 15 მარტი:
- სსრ კავშირის პირველ აღმასრულებელ პრეზიდენტად არჩეულ იქნა მიხეილ გორბაჩოვი.
- სპარსეთის ყურის ომი: ერაყელებმა ჩამოხრჩობა მიუსაჯეს ბრიტანელ ჟურნალისტს ფარზად ბაზოფტს ჯაშუშობის ბრალდებით. დაფნე პარიშს, ბრიტანელს მედდას, კი 15 წელი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თანამონაწილეობისთვის.
- 18 მარტი:
- 12 ფეწერული ნამუშევარი, შეფასებული 100 მილიონ აშშ დოლარად, მოიპარა პოლიციის თანამშრომლებად გადაცმულმა ორმა ქურდმა იზაბელა სტიუარტ გარდნერის მუზეუმიდან ბოსტონში, მასაჩუსეტსი. ეს იყო ამერიკის ისტორიაში მხატვრული ნამუშევრების ყველაზე მასშტაბური ქურდობა (ნაქურდალი 2005 წლისთვის ნაპოვნი არ იყო).
- აღმოსავლეთი გერმანია პირველ თავისუფალ არჩევნებს ატარებს 1932 წლის შემდეგ.
- 20 მარტი : ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოსის მეუღლე, ემელდა მარკოსის სასამართლო პროცესი იწყება, მექრთამეობის, სახელმწიფო ქონების დიდი რაოდენობით გაფლანგვისა და გამოძალვის ბრალდებით.
- 21 მარტი : ნამიბიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 22 მაისი : იემენის გაერთიანება.
- 29 მაისი : რსფსრ სახალხო დეპუტაოტთა I ყრილობაზე ბორის ელცინი აირჩიეს რსფსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.
- 2 აგვისტო : ერაყის ჯარი ქუვეითში შეიჭრა.
- 3 ოქტომბერი : გამოცხადდა გერმანიის გაერთიანება.
- 15 ოქტომბერი : სსრ კავშირის ლიდერი მიხალ გორბაჩოვი დაჯილდოვდა ნობელის პრემიით მშვიდობის დარგში.
- 27 ოქტომბერი : ყირგიზეთის სსრ-ში პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა ასკარ აკაევი.
- 28 ოქტომბერი: საქართველოში ჩატარდა გასაბჭოების შემდეგ პირველი მრავალპარტიული არჩევნები. არჩევნებში გაიმარჯვა პოლიტიკურმა ბლოკმა, მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო.
- 22 ნოემბერი : დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი თანამდებობიდან გადადგა.
- ფიზიკა : ჯერომ აიზაკ ფრიდმანი, ჰენრი უეი კენდალი, რიჩარდ ედუარდ ტეილორი
- ქიმია : ელიას ჯეიმზ კორი
- ფიზიოლოგია და მედიცინა : ჯოსეფ ე. მარეი, ე. დონალ ტომასი
- ლიტერატურა : ოქტავიო პასი
- მშვიდობა : მიხაილ გორბაჩოვი
- ეკონომიკა : ჰარი მარკოვიტცი, მერტონ მილერი, უილიამ შარპი